აცრა და მისი მნიშვნელობა

   მიმდინარე წლის 19 დკემბერს სსიპ ახალციხის მუნიციალიტეტის ქალა ვალის N2 საჯარო სკოლის კლუბ ,,ეკო-Vision"-ის ინიციატივით  პროექტის ,,ჯანმრთელობა უპირველეს ყოვლისა" ფარგლებში ამავე სკოლის მოსწავლეებში,რომელთა შორისაც იყო სსსმ მოსწავლე, ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩაატარდა ტრენინგ/სემინარი თემაზე ,,აცრა და  მისი მნიშვნელობა",რომელსაც აღნიშნული კლუბის წევრები უძღვებოდნენ. მათ ისაუბრეს  აცრების მნიშვნელობაზე,  მოიყვანეს სტატისტიკური მონაცემები, სადაც ნათლად ჩანდა  აცრის შედეგად დაავადებულ ადამიანთა რაოდენობის შემცირება, ასევე ვრცლად ისაუბრეს იმ აცრების შესახებ, რომელიც მოზარდებს აუცილებლად უნდა ჩაუტარდეთ. მათ ჩაატარეს სხვადასხვა აქტივობები,რომელშიც მოსწავლეები ხალისით ჩაერთვნენ. 
უნდა აღინიშნოს,რომ აღნიშნული შეხვედრით  მომხსენებლებმა მიზანს მიაღწიეს,რაც ბოლოს  მსმენელების მიერ ტრენინგ/სემინარის   შეფასებებმა აჩვენა.
 
                           ა ც რ ა

Комментариев нет:

Отправить комментарий