ქართული თეატრი 14 იანვარს, ,,ქართული თეატრის" დღეს ზეიმობს. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N2 საჯარო სკოლის კლუბ ,, ეკო-Vision"-ის წევრებმა,, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობენ სკოლაში მოქმედ თეატრალურ დასთან(რომელსაც ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ქალბატონი ნანა გოზალიშვილი ხელმძღვანელობს და რომელმაც არაერთი წარმატებული გამოსვლით დაამახსოვრა თავი მაყურებელს) სკოლაში სწავლის განახლებისთანავე, 16 იანვარს ამავე სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე გაიმართა პრეზენტაცია თემაზე: ,,ქართული თეატრი დღეს და გუშინ" . შეხვედრა მეტად საინტერესოდ წარიმართა. პრეზენტაციის დასრულებისას შეხვედრის მონაწილეებმა არაერთი ემოციური მოსაზრება გამოთქვეს ქართული თეატრის შესახებ და იმ სპექტაკლის სავარაუდო თემატიკაზე და ჟანრზე შეთანხმდნენ, რომელსაც გაზაფხულზე დაგეგმილ თეატრალურ ფესტივალზე წარმოადგენს სკოლა. აღნიშნულ შეხვედრას ასევე ესწრებოდა კლუბის ლიდერი ქალბატონი ირმა ხითარიშილი.


თეატრის დღე
თეატრის დღე
Комментариев нет:
Отправить комментарий