გადაშენების პირას არსებული ცხოველები

გადაშენების პირას არსებული ცხოველები.
წითელი წიგნი გადაშენების პირას მისულ ცხოველთა  და მცენარეთა სახეობების სიაა, თავიანთი მოკლე დახასიათებებით. საქართველოში წითელი წიგნი 1982 წელს გამოიცა მისი პირველი ნაწილი მოიცავს ცხოველებს , მეორე  ნაწილი მცენარეებს და მესამე  კი არაორგანულ ბუნების ძეგლებს. საქართველოს ცხოველთა სამყარო მეტად მრავალფეროვანი და მდიდარია, საქართველოში სულ 3000 სახეობის ცხოველი ბინადრობს, მათგან 19 სახეობა კი წითელ წიგნშია შეყვანილი.
გადაშენების პირას მყოფი ცხოველებიდან ერთ–ერთია ჯიხვი. ჯიხვი დიდი ზომის თხა, კავკასიის ენდემი, რომელიც გვხვდება მხოლოდ კავკასიონზე. ცნობილია მისი ორი სახეობა: დაღესტნური ანუ  აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვი, რომელიც ბინადრობს კავკასიონის ქედის აღმოსავლეთ ნაწილში და ყუბანური ანუ დასავლეთკავკასიური ჯიხვი, რომელიც ბინადრობს კავკასიონის ქედის დასავლეთ ნაწილში. ჯიხვის სიმაღლე–109სმ, სხეულის სიგრძე კი165სმ, კუდის სიგრძე 10–14 სმ წონა კი 80–100კგ. ჯიხვები ბინადრობენ ალპურ სუბალპურ მდელოებზე,ზამთარში კი ტყეში იხიზნებიან. ისინი წელიწადში ერთხელ მრავლდებიან და იკვებებიან მცენარეებით. ჯიხვი ტყვეობას ადვილად ეგუება და მალე თვინიერდება. იგი წითელ წიგნშია შეყვანილი და მასზე  ნადირობა აკრძალულია. ის გვხვდება: ლაგოდეხის, ყვარელის, მესტიის, აფხაზეთის მთიან კავკასიონზე.
ქურციკი–იგივე ჯეირანი, მომთაბარე ცხოველი, წყვილჩლიქოსანი ცხოველი ძროხისებრთა ოჯახისა. იგი გვხვდება მცირე აზიაში, ამიერკავკასიაში, შუა აზიაში, ყაზახეთში ხოლო  საქართველოში მისი ადგილსამყოფელს წარმოადგენს უდაბნოსა და  ნახევარუდაბნოს ნიადაგები. იგი გვხვდებოდა გარდაბანის და სამგორის ველებზე. მისი სხეულის სიგრძეა 95–115სმ, მასა კი 33კგ და იკვებება ძირითადად ბალახით. ქურციკის რაოდენობა დროთა განმავლობაში მცირდება  ამას განაპირობებს ის რომ მის ადგილსამყოფელზე ცხვრის ფარები ძოვენ და ამასთანავე ძალიან დიდი საფრთხე ემუქრება მას ბუნებრივი მტრების მხრიდან. მაგ: მგელი,ტურა,მელა და ამასთანავე მოზარდ ქურციკს ზიანი შეიძლება არწივმაც მიაყენოს. ქურციკი ახლა გადაშენების პირასაა. მასზე ნადირობა აკრძალულია რადგან იგი წითელ წიგნშია შეყვანილი.
ნიამორი–შინაური თხის ერთ–ერთი წინაპარი.ნიამორი საბერძნეთში, მცირე აზიაში,ირანში,ავღანეთში, პაკისტანში, დაღესტანში,აზერბაიჯანში,სომხეთსა და თურქმენეთშია გავრცელებული.საქართველოში კი გვხვდება ხევსურეთში,თუშეთში.1960 წელს ბორჯომ ხარაგაულის ეროვნულ პარკში ნიამორის რამოდენიმე სული აღირიცხა.იგი ძირითადად ბინადრობს,ძნელად მისადგომ ,კლდიან  ფერდობებზე.ზღვის დონიდან 1500მ დან 4200მ მ სიმაღლეზე. მისი სხეულის სიგრძე 150 სმ,მასა 80კგ მისი რქების სიგრძე 130სმ შეფერილობით კი მოწითალო ნაცრისფერი ტონები.იკვებება ბალახეულობით და ბუჩქებით.მას  ბუნებაში მრავალი კონკურენტი ყავს მაგალითად ჯიხვი და არჩვი ხოლო მტრებიდან,მგელი,მთის არწივი ფოცხვერი. მასობრივი განადგურების გამო იგი გადაშენების პირასაა,შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში და მასზე ნადირობა აკრძალულია.
ეს ძალიან მცირე ჩამონათვალია იმ ცხოველების, რომელთა გადარჩენაზეც უკვე სახელმწიფომ დაიწყო. ბუნება დაცვას საჭიროებს - ჩვენ უნდა დავიცვათ ბუნება , რომ შემდეგ ბუნებამ დაგვიცვას ჩვენ.

მიზანი 15: დედამიწის ეკოსისტემების დაცვა, აღდგენა და მდგრადი გამოყენება, ტყეების გონივრული მართვა, გაუდაბურების აღკვეთა, ნიადაგის დეგრადაციის შეჩერება და  აღდგენა-გაუმჯობესება, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება.
 

Комментариев нет:

Отправить комментарий