პირველი აპრილი

 პირველი აპრილი
„ დღეს პირველი აპრილია მოტყუება ადვილია“ ასე იწყება პირველი აპრილის დილა.მალე პირველი აპრილი მოვა.ალბათ ყველამ ვიცით რა ხდება პირველ აპრილს,ეს ხომ სიცილისხუმრობების და ტყუილების დღეასიცილი ხომ ჯანმრთელობის ელექსირია?ეს ბავშვების საყვარელი დღეა და ამ დღეს ალბათ ყველა ბავშვი გულის ფანცქალით ელოდება.ყველა ბავშვს ხუმრობები წინასწარ აქვს მომზადებული მეგობრების,მშობლების ან მეზობლების გასასულელებლად. ნაციონალურ დღესასწაულად ის ჯერ არსად ქცეულა. თუმცა, მრავალ ადამიანს ეს ხელს არ უშლის ერთმანეთის გაცურებითა და გაშაყირებით დაკავდეს. პირველ აპრილს დილიდან უნდა გვახსოვდეს, რომ დღის მანძილზე ჩვენს გასულელებას შეეცდებიან. თუ დაგვავიწყდა ამ დღის უჩვეულო თავისებურება, შესაძლოა, რომელიმე ოინბაზმა, ხაფანგში გაბმულს შეგვახსენოს – „დღეს პირველი აპრილია, მოტყუება ადვილია”.მარკ ტვენის თქმით "პირველი აპრილი - ეს არის დღეროცა ვიხსენებთრანი ვართ წელიწადის დანარჩენი 364 დღის მანძილზე."
მიუხედავად იმისა რომ ადამიანების უმეტესობა ამ დღეს აღნიშნავს არავინ ფიქრობს იმაზე თუ რატომ აღინიშნება ტყუილების დღე 1 აპრილს.თუმცა საბოლოო და ზუსტი პასუხი ამ შეკითხვაზე დღესაც არ არსებობს არსებობს მხოლოდ ვარაუდები. ზოგიერთი მონაცემები და თქმულებები გვამცნობს,რომ შუა საუკუნეებში პრაქტიკულად მთელ ევროპაში ახალი წლის  აღნიშვნა იწყებოდა 25 მარტიდანდა გრძელდებოდა 8 დღეანუ პირველ აპრილამდე. 1564 წელს საფრანგეთში მიიღეს ბრძანება რომლის მიხედვით ახალი წლის დღესასწაული პირველ იანვარს გადადიოდამაგრამ ახალი ამბები იმ დროსცხადიადღევანდელივით სწრაფად ვერ ვრცელდებოდა და დასაწყისში ბევრი ადამიანი აგრძელებდა ახალი წლის 25 მარტს აღნიშვნასუფრო მეტად ინფორმირებულები კი დასცინოდნენ მათვინც ამ დღესასწაულს ისევ ძველი თარიღით აღნიშნავდაერთ-ერთი გავრცელებული ვერსიის თანახმადსწორედ აქედან დაედო სათავე პირველი აპრილისროგორც დაცინვის დღის აღნიშვნას.
პირველ აპრილთან არის დაკავშირებული დედამიწაზე არსებული ეგრეთწოდებული სიცილის ყვავილი,მისი პაწაწინა მარცვლები ადამიანში უმიზეზო სიცილს იწვევს.რომელიც ნახევარი საათი გრძელდება.
ასეა თუ ისე არ აქვს მნიშვნელობა საიდან იღებს ეს დღესასწაული სათავეს, მთავარია ის რომ, პირველი აპრილი ყველგან  უყვართ,ყველა ქვეყანაში განსხვავებულად აღნიშნავენ და განსხვავებული სახელწოდებით მოიხსენიებენ.
                                                         საფრანგეთი
საფრანგეთში არსებობს ტრადიციასახელწოდებით "აპრილის თევზი". თითოეული თავმოყვარე ფრანგი დღესასწაულის წინა დღეს ქაღალდის თევზს აკეთებსდილით ის ამ თევზს რომელიმე გულუბრყვილო გამვლელს ზურგზე მიაწებებსშემდეგ კი უკან გაჰყვება მას და მხიარულად იხითხითებს მის ზურგსუკან.
  დიდ ბრიტანეთში მასვინც ხუმრობაზე წამოეგება, "აპრილის სულელსუწოდებენმაგრამ გასულელება მხოლოდ შუადღის 12 საათამდეა შესაძლებელიისვინც ამ დროს შემდეგაც შეეცდება ვინმეს მოტყუებას თავად ხდება "სულელი".
                                                        ესპანეთი
წარმოდგენაც კი ძნელია იმისათუ რა ხდება პირველ აპრილს ესპანეთის ქუჩებშიზოგი უმიზეზოდ იცინისზოგი მთვრალი დაბორიალებსზოგს კიდევ ხის ძირში სძინავს.
ამ დღეს ყველა ადმიანისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რადგან ამ დღეს განუწყვეტლივ ვიცინით, სიცილს ხომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის სიცოცხლისთვის.
მიზანი 4: ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის შექმნა ყველასათვის

Комментариев нет:

Отправить комментарий