ნიადაგი - დედამიწის ნაწილი, რომელსაც დაცვა სჭირდება
კნუტს სჭირდება კატა გასაზრდელად, სპლიყვს სჭირდება სპილო აღსაზრდელად, ბავშვს სჭირდება დედა, ასეა მცენარეების შემთხვევაშიც მცენარეს სჭირდება ნიადაგი იმისთვის ,რომ გაიზარდოს და აყვავდეს. მცენარესა და ნიადაგს შორის ურთიერთგავლენა მეტად მრავალმხრივია. ალბათ უმრავლესობამ იცის ის, თუ რა არის ნიადაგი? რისგან შედგება ის? ან რა მნიშვნელობა აქვს მას? მართლაც:
რა არის ნიადაგი?
ნიადაგი წარმოადგენს დედამიწის ქერქის ზედა ნაყოფიერი ნაწილს, ანუ მისი ზედა ფენას იმ სიღრმემდე, სადამდეც მცენარის ფესვების ძირითადი მასა აღწევს. ის შედგება როგორც მკვრივი, ისე აიროვანი და ცოცხალი ნაწილებისაგან.
მკვრივ ნაწილში ჭარბობს ისეთი ნივთიერებები, რომლებიც წარმოიქმნება ქანების გამოფიტვის შედეგად, აესთია მაგალითად მინერალური ნივთიერებები.
რაც შეეხება მის ცოცხალ სამყაროს, ნიადაგის ცოცხალი ნაწილი შედგება მაკრო- და მიკროო ორგანიზმებისაგან, რომელთა შორის აღსანიშნავია ბაქტერიები, წყალმცენარეები, სოკოები . ერთსა და იმავე ნიადაგის სხვადასხვა ნაწილში ან თუნდაც, სხვადასხვა ნიადაგში, ამ ნაწილების რაოდენობათა თანაფარდობა და რაოდენობა განსხვავებულია.იგი სოფლის მეურნეობის ძირითადი საწარმოო საშუალებაა, რომელიც მცენარეს ამარაგებს წყლითა და საკვები ელემენტებით.
მიუხედავად ამ ყველაფრისა მაინც ჩნდება კითხვები მაგ: ის თუ რისგან წარმოიქმნება ნიადაგი? ან ის თუ რის გამო იფიტება?
ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად მოვიძიე მასალები და აღმოჩნდა, რომ ნიადაგის წარმოქმნის ძირითად ფაქტორებს წარმოადგენს: დედაქანი, ბიოსფერო, ჰავა, რელიეფი, ხნოვანება და ადამიანის სამეურნეო ზემოქმედება. ნიადაგის წარმოქმნის პროცესების ზემოქმედებით ნიადაგი გარდაიქმნება დედაქანად. ნიადაგის ქიმიურ შემადგენლობაზე დიდადაა დამოკიდებული წყლის, ჰაერისა და სითბური რეჟიმი.. ნიადაგის შედგენილობაზე არის დამოკიდებული მოსავლის მიღებაც. ბოლო პერიოდში შხამქიმიკატების მასიურმა გამოყენებამ ძალიან დააბინძურა ნიადაგი. რაზეც მეტყველებს ის ფაქტი, რომ ამ წელს ჩვენს სოფელში კარტოფილის მოსავლის ხარისხი საგრძნობლად შემცირდა. მისი ძირითადი ნაწილი ნიადაგში დალპა. ვფიქრობ საჭიროებს გამოკვლევას და საჭირო ზომების მიღებას. ამას ემატება კიდევ საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენები, რომლებიც აზიანებს ნიადაგს, ასევე საწარმოების მიერ ჩაშვებული ქიმიური ნივთიერებები. არ უნდა დაგვავიწყდეს ტრანსპორტის გამონაბოლქვი, რომლის გამოც ატმოსფერო ბინძურდება და მერე ეს მავნე ნივთიერებები ნიადაგში ილექება. ამ და სხვა მიზეზების გამო საქართველოს სხვადასხვა ადგილას ნიადაგი გამოფიტული და განადგურებულია. ზუსტად ეს ყველაფერი მას ძალიან დიდ ზიანს აყენებს, რის გამოც ჩვენი საზოგადოების და თითოეული ადამიანის ვალია მისი დაცვა , მასზე ზრუნვა, დახმარება და მისი გადარჩენა განადგურებისგან.
Комментариев нет:
Отправить комментарий