თოვლისა და ყინულის ფესტივალი ჩინეთში
ალბათ ყველას გვსმენია თოვლისა და ყინულის ფესტივალის შესახებ, ეს თვალისმომჭრელი სანახაობაა, რომელზე დასწრების სურვილი ალბათ ნებისმიერი ადამიანის ოცნებაა. ოცნება- დაესწროს ამ ულამაზეს და უსაზღვრო ემოციების მომგვრელ ფესტივალს.
ჩინეთის ჩრდილოეთში არსებულ ქალაქ ჰარბინში ყოველწლიურად ზამთრის პერიოდში ტარდება ყინულის ფესტივალი, სადაც ათასობით ყინულის სკულპტურის ოსტატი და არტისტი იყრის თავს, რათა შექმნან მსოფლიოში ყველაზე შთამბეჭდავი, ამაღელვებელი და განსაკუთრებული სანახაობა. ჰარბინის ნაციონალური ყინულისა და თოვლის ფესტივალი მსოფლიოში ყველაზე მაშტაბური ყინულის ფესტივალია , რომელიც სათავეს 1963 წლიდან იღებს. პირველად აქ იმართებოდა ფარნების ფესტივალი და ბაღის წვეულება მაგრამ 1985 წლის 5 იანვარს ამ ყველაფერს ზაოლინის პარკის ღონისძიება დაემატა, სადაც პირველად წარმოადგინეს, ყინულის და თოვლის სკულპტურები და აქედან მოყოლებული დაიწყო ეს ულამაზესი სანახაობა , რომელიც ყინულის ფესტივალის სახელით არის ცნობილი . ყინულის ფესტივალი ერთ თვეს გრძელდება იწყება 5 იანვარს და მთავრდბა 5 თებერვალს. თუმცა ხშირად ის მარტამდეც გრძელდება. ქალაქი ჰარბინი ციმბირთან ძალიან ახლოსაა, რის გამოც იქ ძალიან ცივა ტემპერატურა დაახლოებით –35გრადუსამდე ეცემა, ამიტომაც ეს იძლევა საშუალებას ყინულის სკულპტურებმა რაც შეიძლება დიდხანს გაძლონ, დიდხანს შეინარჩუნონ ფორმა და დიდხანს შემოუნახონ მნახველს ეს საოცარი სანახაობა. ფესტივალი იმართება მდინარე სონგჰუადის გარშემო, რის გამოც ყინულის ბლოკები ზუსტად ამ გაყინული მდინარე სონგჰუადიდან მოაქვთ.
ამ ყინულის სკულპტურების შექმნაში უამრავი ადამიანი იღებს მონაწილეობას და ქმნის ამ დაუვიწყარი სანახაობას. თავდაპირველად ფესტივალზე მომუშავე არტისტები მხოლოდ ჩინელები იყვნენ, მაგრამ მოგვიანებით ფესტივალმა საერთაშორისო სახე მიიღო, ამიტომაც დღესდღეობით სკულპტურებს მსოფლიოში ყველაზე გამოცდილი ოსტატები ქმნიან. ისინი ყინულის მონუმენტების შესაქმნელად სხვადასხვა არქიტექტურულ სტილს იყენებენ, მაგრამ უფრო მეტი მრავალფეროვნებისთვის და მეტი ბრწყინვალებისთვის სკულპტურებს მულტიფერად განათებებს უმაგრებენ, რაც ამ ნაგებობებს ღამით ამშვენებს და ზღაპრულ ეფექტს სძენს.
1963 წლიდან მოყოლებული თითეული ფესტივალი დაუვიწყარია, მაგრამ ყველაზე განსაკუთრებული იყო 2007 წელს ჩატარებული ფესტივალი, რომელიც კანადურ თემატიკას ეფუძნებოდა და ეძღვნებოდა კანადელ ექიმს ნორმან ბეთიუნს, ამიტომაც ფესტივალი, როგორც უდიდესი თოვლის სკულპტურა შევიდა გინესის რეკორდების წიგნში.
ჰარბინის ინტერნაციონალური ყინულისა და თოვლის ფესტივალი გამორჩეულია არამხოლოდ თავისი დიდებული სანახაობით, არამედ იმითაც, რომ მნახველს შეუძლია მრავალი აქტიობით დაკავდეს, როგორებიცაა: თხილამურებით სრიალი, გამოფენები, კონცერტები,ზამთრის ცურვა. ეს ყველაფერი იმ ღონისძიებათა მცირე ჩამონათვალია , რომელსაც ფესტივალი მნახველს სთავაზობს. მნახველი კი გულგრილი არასოდეს რჩება და უფრო და უფრო უჩნდება ყინულის ფესტივალზე ხელახლა დასწრების სურვილი.
მიზანი 8: სტაბილური, ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, სრული და პროდუქტული დასაქმება და ღირსეული სამუშაო ყველასათვის
მიზანი 16: მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა მდგრადი განვითარებისათვის, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ყველასათვის, ეფექტური, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუციების მშენებლობა ყველა დონეზე.
Комментариев нет:
Отправить комментарий