საქართველოს კურორტები-აბასთუმანი

საქართველოს კურორტი,რომელიც სხვადასხვა დაავადებას კურნავს  
           აბასთუმანი            
              საქართველო არამარტო კულტურული და ისტორიული ღირსშესანიშნაობებით, გემრიელი კერძებითა და ლამაზი ტრადიციებით, ასევე  სამკურნალო თვისებების მქონე ადგილებითაც (ე.წ კურორტებითაც) გამოირჩევა, სადაც  სხვადასხვა დაავადებისგან განკურნებაა შესაძლებელი.                                            
    სამკურნალო კურორტების განვითარებას საქართველოში რბილი კლიმატი, თერმული წყაროების, სუფთა ჰაერისა და სამკურნალო ტალახის საბადოების სიმრავლე უწყობს ხელს. ქვეყნის მასშტაბით არსებულ სამკურნალო კურორტებზე მრავალი დაავადებისგან შეგვიძლია განვიკურნოთ, მოკლედ შევეხები ზოგიერთ მათგანს:                                                                                            
  აბასთუმანი - სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ადიგენის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1200-1500 მეტრზე მდებარეობს. ის მშრალ კურორტების რიგს მიეკუთვნება და გამოირჩევა კლიმატით. აბასთუმანი და მისი მიმდებარე ტერიტორია მთლიანად დაფარულია წიწვოვანი ტყით, გაზაფხულზე ფიჭვი ყვავილობას იწყებს, რის შედეგადაც ხეები გამოყოფენ მტვერს. ეს დამტვერილი ჰაერი კარგია, როგორც დაავადებული ფილტვების რეაბილიტაციისთვის ისე სამკურნალოდაც. ამიტომ აბასთუმანში ასვენებენ ბავშვებს, ვისაც სუსტი ფილტვები აქვთ, ძირითადად დასავლეთ საქართველოდან. აბასთუმანში არის სუფთა ჰაერი ,ჟანგბადის დიდი რაოდენობა, დაბალი ბარომეტრული წნევა და ასევე ულტრაიისფერი სხივების რადიაცია. აბასთუმნის ჰაერი უხდება მათ, ვისაც გულის ქრონიკული და ფილტვების დაავადებები აწუხებს. ამას გარდა კურორტ აბასთუმანში დასვენებას ექიმები ურჩევენ მათ, ვინც არიან შემდეგი დაავადებებით დაავადებულები: ქრონიკული ბრონქიტით და ბრონქული ასთმის მსუბუქი ფორმებით, ტუბერკულოზური ლიმფატებითა და პლევრიტებით, ასევე ფილტვების ტუბერკულოზის სხვადასხვა ფორმით. აბასთუმნის კლიმატს მრავალი ფუნქცია აქვს:აუმჯობესებს სასიცოცხლო პროცესების რეგულაციას,ზრდის სენშეუვალობას ორგანიზმში,ამშვიდებს და ტონუსს მატებს ნერვულ სისტემას. ასევე აქ ჰაერი მდიდარია ოზონით. ოზონი ვირუსებსა და სოკოებზე მოქმედებს დამღუპველად, ხსნის და სწრაფად ამცირებს ინტოქსიკაციის მოვლენებს, ქსოვილების ჟანგბადით ავსებას აძლიერებს აბასთუმნის სამკურნალო ფაქტორები  ლანდშაფტის და კლიმატის თავისებურებები. 
     შეუძლებელია, არაფერი გიამბოთ,  კურორტ აბასთუმნის „მეორე სიცოცხლე“-ზე, სიმბოლურად ასე მოიხსენიებენ (განსაკუთრებით კი მედია საშუალებები) იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და პროცესებს, რომლებიც დაბა აბასთუმანში 2019 და 2020 წლებში უწყვეტად  მიმდინარეობს. მიმდინარე ღონისძიებების შედეგად კი მთლიანად განახლდა მოძველებული სამედიცინო ინფრასტრუქტურა, აიგო 21-ე საუკუნისთვის შესაბამისი, ევროსტანდარტების მქონე, ფილტვის სხვადასხვა  დაავადების მქონე პაციენტებზე გათვლილი საავადმყოფო, შესაბამისად აღჭურვილი აპარატურითა და ლაბორატორიით. განახლდა შიდა საკომუნიკაციო სიტემა, გაიმართა საკანალიზაციო და წყალმომარაგების სიტემები, რომლებიც წლები აბასთუმნის მოსახლეობას ყოველდღიურ ყოფით პრობლემებს უქმნიდა. ასევე კეთილმოეწყო საგზაო ინფრასტრუქტურა და უამრავი მსხვილი ინვესტორის მოძიების შედეგად მსოფლიო მნიშვნელობის სასტუმროების მშენებლობა მიმდინარეობს. ეს ყველაფერი კი საბოლოო ჯამში კურორტის მიმართ ცნობადობას აამაღლებს და ადგილობრივი მცხოვრებლების დასაქმების ხელშეწყობის პარალელურად, რა თქმა უნდა სამედიცინო სფეროში კვალიფიციური მომსახურეობის შანსაც გაზრდის არამხოლოდ საქართველოს მოსახლეობისათვის, არამედ მეზობელი ქვეყნის მოქალაქეებისთვისაც, რომლებიც გაზაფხული სეზონის დადგომისთანავე მოემართებიან ხოლმე აბასთუმნისკენ. (მაგ: ყაზახეთი, ირანი, უკრაინა რუსეთი, აზერბაიჯანი და ა.შ)

მიზანი 3: ჯანსაღი ცხოვრებისა და კეთილდღეობის უზრუნვლეყოფა ყველა ასაკის ადამიანისათვის.
მიზანი  11: ქალაქებისა და დასახლებების ინკლუზიური, უსაფრთხო და მდგრადი განვითარება.
  

Комментариев нет:

Отправить комментарий