საქართველოს ჰავა და ძირითადი კლიმატწარმომქმნელი ფაქტორები.
საქართველოს ტერიტორია ჰავის დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. შედარებით მცირე ფართობის მიუხედავად, ჩვენს ქვეყანაში წარმოდგენილია დედამიწის ზედაპირზე არსებული ჰავის თითქმის ყველა ტიპი. ჰავის ასეთი მრავალფეროვნება განპირობებულია ქვეყნის მდებარეობით ზომიერ და სუბტროპიკულ კლიმატურ სარტყლებში. ამასთანავე რელიეფის თავისებურებით და შავი ზღვის გავლენით.
საქართველოს ჰავის ჩამოყალიბებას სამი ძირითადი ფაქტორი განსაზღვრავს: ატმოსფეროს ცირკულაცია, მზის რადიაცია და ქვეფენილი ზედაპირის ხასიათი. ატმოსფეროს ცირკულაციურ პროცესებზე არსებით გავლენას რელიეფის ფორმები ახდენს, განსაკუთრებით კი ქედები, მათი სიმაღლე და მიმართულება. ქვეყანაში ჰავის ჩამოყალიბებაზე გავლენას ახდენს, როგორც ზომიერი, ისე ტროპიკული და ზოგჯერ არქტიკული ჰაერის მასები. საქართველოსათვის დიდი მნიშვნელობა აქვს კავკასიონს, რომელიც ბარიერის როლს ასრულებს ჩრდილოეთიდან ცივი ჰაერის მასებს აკავებს და აიძულებს, კავკასიონის შემოვლით დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან შემოაღწიონ საქართველოში. ამასთანავე ძალიან დიდი ფუნქცია ეკისრებათ და ძალიან დიდ როლს ასრულებენ ლიხისა და არსიანის ქედები.სწორედ მათზე გადის ნოტიო და მშრალ სუბტროპიკებს შორის საზღვარი. დიდია მცირე კავკასიონის როლიც, რომელიც ერთგვარად აკავებს სამხრეთის ცხელი ჰაერის მასების ზეგავლენას. მთათაშორის დადაბლებაც „საქართველოს დერეფანი“ ხელს უწყობს ჰაერის მასების გადაადგილებას საქართველოს ტერიტორიაზე.
საქართველოში მზის ნათების ხანგრძლივობის საკმაოდ მაღალი წლიური მაჩვენებელია. იგი ძირითადად დამოკიდებულია ღრუბლიანობაზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ზომიერია. მზის ნათების საშუალო წლიური ხანგრძლივობა 1360 სთ–დან 2500 სთ მდე იცვლება. ეს მაჩვენებელი დაბალია აჭარის მიდამოებში და კავკასიონის ქედის მთიანეთში, ხოლო შედარებით მაღალი შირაქის ველზე და გარდაბნის ვაკეზე. რადიაციული ბალანსი ანუ სხვაობა მზის სხივური ენერგიის შემოსავალსა და გასავალს შორის. საქართველოს ვაკე–დაბლობებსა და მთის წინეთებზე რადიაციული ბალანსი არის 50–60კკალ/კვ.სმ–ზე. ადგილის სიმაღლის მატებასთან ერთად იგი მცირდება. იგი დამოკიდებულია ჯამურ რადიაციაზე და ალბედოზე. ალბედო არის არეკვლის სიდიდე, რომელიც დამოკიდებულია დედამიწის ზედაპირის ფიზიკურ თვისებებზე. მისი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დამახასიათებელია თოვლისთვის, რომელიც 60–90% ირეკლავს. ხოლო რაც შეეხება ჯამურ რადიაციას, დაბალ და საშუალო მთებში მისი საშუალო წლიური მაჩვენებელი 120–130 კკალ/კვ.სმ–ია სიმაღლის მატებასთან ერთად, 2000 მეტრ სიმაღლემდე, ჯამური რადიაცია არ იცვლება უფრო მაღლა კი ჰაერის სიმკვრივის შემცირების გამო ჯამური რადიაცია იზრდება. და ბოლოს საქართველოს ჰავის ფორმირებისას ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ქვაფენილი ზედაპირის ხასიათს: რელიეფის დანაწევრებას, ადგილის სიმაღლეს, ქედებს, ხეობებს, ქვაბულებს. ქედების განლაგება ჰაერის მასებს იმდენად უცვლის სახეს რომ ერთი და იმავე პროცესის დროს მკვეთრად განსხვავებული ამინდიც კი ყალიბდება.
მიზანი 13: კლიმატის ცვლილებისა და მისი ზეგავლენის წინააღმდეგ გადაუდებელი ზომების გატარება.
Комментариев нет:
Отправить комментарий