რას ნიშნავს იყო ლტოლვილი?!

რას ნიშნავს იყო ლტოლვილი?!
     სამწუხაროდ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მილიონობით ომით შევიწროებული ან დევნილი ადამიანი იძულებით ტოვებს თავის სახლს, ხანდახან ქვეყანასაც კი და თავშესაფარს სხვაგან, სხვა ქვეყანაში  ეძებს. ასეთ ადამიანებს ლტოლვილებს უწოდებენ. ისინი ნაჩქარევად იცვლიან  საცხოვრებელ ადგილს და თან მხოლოდ აუცილებელი ნივთების წაღებას ახერხებენ. ბევრი მათგანი ქვეყნის დატოვების შემდეგ სამშობლოში საერთოდ ვეღარ ბრუნდება, ხშირად იძულებით გადაადგილების პერიოდში ისინი კარგავენ ოჯახის წევრებს, ახლობლებს, მეგობრებს. ლტოლვილების უმეტესობა უსაფრთხოების მიზნით მეზობელ ქვეყანაში მიდის, ზოგი კი ყველაზე შორეულ ქვეყნებს მიაშურებს.
1951 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ გაერომ, მიიღო კონვენცია ლტოლვილთა სტატუსის შესახებ, რომელსაც ხელი მსოფლიო ქვეყნების ნახევარზე მეტმა მოაწერა. ამ კონვენციის თანახმად, ლტოლვილად ის ადამიანი ითვლება, რომელმაც ქვეყანა იძულებით დატოვა და ვეღარ ახერხებს უკან დაბრუნებას სხვადასხვა რეალური საშიშროების გამო, იქნება ეს დევნა აღმსარებლობის, რასის, მოქალაქეობის, სოციალური მდგომარეობის ან პოლიტიკური შეხედულებების  გამო. ლტოლვილები დაცვას საჭიროებენ მათი დაცვა კი ნიშნავს მათი უფლებების აღიარებას, მათ უნდა ქონდეთ უფლება დაბრუნდნენ სამშობლოში ან წავიდნენ რაიმე მესამე ქვეყანაში საიდანაც ისევ შეეძლებათ სამშობლოში  დაბრუნება. ყველა ის  სახელმწიფო სადაც ლტოლვილი თავშესაფარს ეძებს ვალდებულია განიხილოს ლტოლვილის თხოვნა, მათ არანაირი დისკრიმინაცია არ უნდა შეეხოთ და მათი ყველა უფლება დაცული უნდა იყოს, მიუხედავად იმისა მოწერილი აქვს თუ  არა ხელი ამ სახელმწიფოს 1951 წლის კონვენციაზე.
მაგრამ კონვენციის ხელმომწერთა სიმრავლის მიუხედავად, უნდა ითქვას რომ ყველა ქვეყანაში ლტოლვილებისადმი ერთნაირი დამოკიდებულება არ აქვთ. მაგალითად მდიდარი ქვეყნების უმეტესობა ამტკიცებს რომ ლტოლვილებს არა დევნისგან თავდაღწევის, არამედ საკუთარი ცხოვრების დონის გაუმჯობესების სურვილი ამოძრავებთ, თუმცა მათი შიში გაზვიადებულია და სინამდვილეს არ შეესაბამება. აღსანიშნავია, რომ ყველა ადმიანი, რომელიც იძულებით ტოვებს  სახლს, სხვა ქვეყანაში არ ეძებს თავშესაფარს: ასეთ ადამიანებს ქვეყნის შიგნით გადაადგილებულ პირებს უწოდებენ. ადგილნაცვალ პირთა შორის ეს ყველაზე მზარდი ჯგუფია. სამწუხაროდ ლტოლვილებისგან განსხვავებით მათ არ იცავს საერთაშორისო სამართალი,  აქედან გამომდინარე, მათ მრავალი  დახმარების მიღება თითქმის არ შეუძლიათ.
ხოლო რაც შეეხება ლტოლვილსა და თავშსაფრის მთხოვნელს ადამიანების უმეტესობა ხშირად დიდ განსხვავებას ვერ პოულობენ ამ ორ ცნებას შორის.ისინი ლტოლვილს ეძახიან მათ ვინც თავშსაფარს ეძებს და მათაც ვინც თავშესაფარი უკვე მიიღო. “თავშესაფრის მთხოვნელი „არის პირი, რომელსაც სურს ლტოლვილის სტატუსი და მისის საკითხი განხილვის სტადიაშია, ხოლო “ლტოლვილი“ ასე ვთქვათ ყოფილი თავშესაფრის მთხოვნელია, რომლის მდგომარეობაც დაკმაყოფილდა.
მიზანი 16: მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა მდგრადი განვითარებისათვის, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ყველასათვის, ეფექტური, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუციების მშენებლობა ყველა დონეზე.

Комментариев нет:

Отправить комментарий