ინოვაციის ხელშეწყობა

რატომ არის საჭირო ინოვაციების ხელშეწყობა?
    21–ე საუკუნე წარმოუდგენელია ახალი ინოვაციების გარეშე. 21–ე საუკუნე ხომ“ტექნოლოგიების ეპოქად“ იწოდება. ახლანდელი საზოგადოების ძირითადი გასართობი ზუსტად ეს ინოვაციის წყაროები ტელეფონი, კომპიუტერი, პლანშეტია,  აი ეს არის ინოვაციები  რომელმაც თავდაყირა დააყენა ინდუსტრიალიზმი. არსებობს ინოვაციები, რომლებიც მხოლოდ კონკრეტულ დარგს კი არ ცვლის არამედ ყველა მიმართულებაზე ახდენს გავლენას. ზუსტად ამ ინოვაციების ძირითად კვების ობიექტს და მათი მნიშვნელობის არსს მაინც ინტერნეტი წარმოადგენს. ინტერნეტის გაჩენა გახდა ნიშანდობლივი მოვლენა მეცნიერების განვითარებაში, უკვე აღარ არის საჭირო მილიონობით თანხა იდეის  მასებში გავრცელებისთვის. ინტერნეტმა ყველა ადამიანი თანაბარ პირობებში ჩააყენა და ყველას მისცა განვითარებისკენ სწრაფვის საშუალება. როგორც ნიუტონი ამბობდა ,,ყველა ქმედებას უკუქმედება ახლავს“ ეს  ჩვენ შემთხვევაში რომ გადმოვიტანოთ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა დადებით მხარეს, უარყოფითი მხარეც  აქვს.
     ინოვაციებსაც აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები.  უარყოფითი ის,  რომ იგი ავნებს თვალებს ხშირი გამოყენების შემთხვევაში. ამასთანავე არ არის უსაფრთხო ცუდი და არასწორი ინფორმაციის მოძიების შემთხვევაში.  მაგრამ ამის მიუხედავად აქვს დადებითი მხარეებიც. პირველი ის ინფორმაციის მოძიების ერთ- ერთი ყველაზე სასურველი, მარტივი და კარგი წყაროა. ამასთანავე იგი უწყობს ხელს სხვადასხვა ქვეყანაში თუ ქალაქში სხვადასხვა ადამიანებთან კონტაქტის დამყარებას და მისი წყალობით, შეიძლება სოციალური მედიის აქტიურ წევრად ყოფნა, გარდა ამისა შეიძლება ფილმის ყურება, თამაშების თამაში სასურველი მუსიკის მოსმენა და ა.შ.
  როგორც დავინახეთ ტექნოლოგიებს უამრავი დადებითი მხარე აქვს, რაც მის საჭიროება და მასზე მოთხოვნილებებს მნიშვნელოვნად ზრდის. ეს მის აქტიურობას და მის აქტიურ გამოყენების მაღალი დონის მაჩვენებელია. ჯერ კიდევ შორსაა ის  დრო, როცა რობოტებს ინტელექტი ექნებათ და ყველა საქმის შესრულებას შეძლებენ რასაც ეხლა ადამიანები აკეთებენ,  მაგრამ დღეს უკვე მანქანებს შეუძლიათ გამოხატონ თავიანთი ემოციები და რეაგირება მოახდინონ  თანამოსაუბრის ტონზე, ფიზიკურ შრომაზე , რომ აღარაფერი ვთქვათ.
      ამ ყველაფრის შედეგად ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ თითოეულ ინოვაციის წყაროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რის გამოც ის დღეს უმაღლეს საფეხურზე დგას  და ამასთანავე დიდია მისი ხელშეწყობის საჭიროება მსოფლიოში.

Комментариев нет:

Отправить комментарий