ტენიანობა

                          ტენიანობა
სსიპ ქალაქ ვალის N2 საჯარო სკოლის კლუბ ,,ეკო-vision"-ის წევრმა სალომე მღებრიშვილმა, 2 თებერვალი მსოფლიო ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის დღესთან დაკავშირებით ჩაატარა პრეზენტაცია. მან  ისაუბრა ამ დღესთან დაკავშირებით და აღნიშნა,რომ მსოფლიო ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის დღე პირველად 1997 წელს აღინიშნა და მას შემდეგ მსოფლიოს სხვადასხვა სამთავრობო, არასამთავრობო ორგანიზაციები და საზოგადოებრივი ჯგუფები ყოველ წელს აღნიშნავენ.  აღნიშნულმა თემამ  მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია, პრეზენტაციის მსვლელობისას დაისვა უამრავი კითხვა.
  

Комментариев нет:

Отправить комментарий