31 მარტი–ეიფელის კოშკის ინაუგურაციის დღე
1889 წლის 31 მარტს, ანუ 130 წლის წინ საფრანგეთში ლეგენდარული ეიფელის კოშკის ოფიციალური ინაუგურაცია გაიმართა და მასზე აფრიალდა საფრანგეთის დროშა.ე იფელის კოშკი საფრანგეთის ყველაზე ცნობილი სიმბოლოა, რომელიც მდებარეობს პარიზში, მდინარე სენასთან,მარსის ველზე.
ლითონის კონსტრუქციას სახელი პროექტის ავტორის, ინჟინერ გუსტავ ეიფელის საპატივსაცემოდ დაერქვა, რომელსაც იგი ''დროშის 300 მეტრიან სამაგრს'' უწოდებდა.. კოშკს ორი წლის განმავლობაში (1887-1889) 300 ადამიანი აშენებდა.ეიფელის კოშკი გახსნიდან დღემდე ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ღირშესანიშნაობად ითვლება და მის დამთვალიერებელთა ოდენობა წელიწადში 5,5 მილიონზე მეტს შეადგენს. ლითონის კონსტრუქციის სიმალე 300 მეტრია, რაც დაახლოებით 75 სართულს უდრის. მას თავზე 24 მეტრი სიმაღლის ანტენა აქვს რაც მის საერთო სიმაღლეს 324 მეტრამდე ზრდის. 1889 წელს ეიფელი ყველაზე მაღალი სტრუქტურა იყო მსოფლიოში. მისი საერთო წონა 10 100 ტონაა, კოშკის ლითონის სტრუქტურა კი 7300 ტონას იწონის. ამჟამად კოშკზე 1665 საფეხურია, მაგრამ ზედა პლატფორმაზე ასასვლელი საფეხურების რაოდენობა კოშკის ისტორიის განმავლობაში იცვლებოდა.მიუხედავად ამისა ზედა პლათფორმაზე საფეხურებით ასვლა შეუძლებელია, ამიტომაც დამთვალიერებელს მხოლოდ ლიფტების გამოყენებით შეუძლიათ ზედა პლათფორმაზე ასვლა.
ეიფელის კოშკი შეიქმნა დროებით მსოფლიო გამოფენისთვის, რომელიც საფრანგეთის რევოლუციის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგებში იყო დაგეგმილი. თავდაპირველად გუსტავ ეიფელს უფლება ჰქონდა აგებული კოშკი 20 წლით მდგარიყო საკუთარი ხარჯების ამოსაღებად. თუმცა მოგვიანებით ეიფელის კოშკმა საკომუნიკაციო დანიშნულებაც შეითავსა და მისი დატოვება გადაწყდა ვადის გასვლის შემდეგაც.
ეიფელის კოშკი მსოფლიოში ყველაზე მაღალი ნაგებობა გახლდათ აგებიდან 41 წლის განმავლობაში, მანამ სანამ, 1930 წელს ნიუ ორკში კრაისლერიის ცათამბრჯენმა ეს სტატუსი არ წაართვა, თუმცა ამჟამად ეიფელის კოშკი საფრანგეთში სიმაღლით მეორე ნაგებობაა 350 მ სიმაღლის ალუის გრძელი ტალღების გადამცემი ანძის აგების შემდეგ. ეიფელის კოშკი დღესაც ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს მისი ასლები მსოფლიოს არაერთ კუთხეში გვხვდება, მათ შორის ლას ვეგასში, კოპენჰაგენში, ვარნაში, ვიეტნამსა და სხვა ქალაქებში.
ვიქტორ ლიუსტიგმა 1920 წელს ძალიან დიდი აფიორა გაითამაშა და ეს უძვირფასესი ნაგებობა მსოფლიოში ერთ–ერთ უმდიდრეს ადამიანს მიჰყიდა. ანდრე პუასონმა კოშკი იყიდა 50 ათას დოლარად რაოდენ დიდი იყო მისი იმედგაცრუება, როცა მერე დღეს ეიფელის კოშკს მძიმე ტექნიკით აღჭურვილი მიადგა დასაშლელად და პარიზის პოლიციამ ხელი შეუშალა ამ საქმიანობაში. ბიზნესმენს თურმე კოშკის დაშლა და მისი აშშ-ში წაღება ჰქონდა განზრახული. ეფელის კოშკი თავისი არსებობის მანძილზე დაახლოებით 20–ჯერ იქნა გაყიდული მაგრამ დღეისთვის ეიფელის კოშკი ოფიციალურად პარიზს ეკუთვნის.
მიზანი 9: მდგრადი ინფრასტრუქტურის შექმნა, ინკლუზიური და განვითარებული ინდუსტრიალიზაციისა და ინოვაციების ხელშეწყობა.
Комментариев нет:
Отправить комментарий