მეტყევე?! - რატომაც არა?
გსმენიათ პროფესია მეტყევის შესახებ? თუ არა ჯერ ენციკლოპედიურ ცოდნას გაგიზიარებთ ამ პროფესიის შესახებ და მოგვიანებით ჩვენს სიახლოვეს მცხოვრებ ორ ყოფილ მეტყევეს გაგაცნობთ ქალბატონ ნაირა და სტეფანე თელიაშვილებს. იქამდე კი... მეტყევე არის ტყის მოწყობის, დაცვის და გამოყენების სპეციალისტი. ბევრი მეტყევეს აიგივებს ტყის მცველთან ეს კი ორი განსხვავებული პროფესიაა. ადამიანების უმრავლესობას ერთმანეთში ერევა ტყის მცველი და მეტყევე; თუმცა მონათესავე, მაგრამ სხვადასხვა პროფესიებია. მეტყევე არის ტყის გამგებელი. იგი პასუხისმგებელია სატყეო მეურნეობის არსებობაზე. მეტყევეს არამარტო ტყის ბინადართა დაცვა აინტერესებს, არამედ ეხმარება ტყეს, როგორც ეკოსისტემას. მეტყევე პასუხისმგებელია იმაზე, რომ ხეების ჭრამ ტყე არ დააზარალოს, რომ გამოჭრილ და გამომწვარ ადგილზე დროულად ჩაიყაროს ახალი ნერგები, არ გაჩნდეს ხერგილები და ა.შ. იგი ამზადებს თესლებსა და ნერგებს, განსაზღვრავს მათი დარგვის დროსა და ადგილს. მეტყევისა და მისი დამხმარეების მონდომების წყალობით ცარიელ ადგილას შეიძლება ხელოვნური ახალნაშენი ტყე გაჩნდეს. ტყე რომ ჯანმრთელი იყოს, მეტყევე თვალს ადევნებს ხეების ავადმყოფობის ნიშნებს, მავნე მწერების გამოჩენას. საჭიროებისამებრ, გეგმავს ხეების სანიტარულ გამოჭრას. ასეთი გამოჭრების დროს იჭრება ავადმყოფი, დაზიანებული და გამომხმარი ხეები, რომელთა განკურნება შეუძლებელია. ხშირად, ავადმყოფი ხე თავად ხდება ინფექციისა და მავნებლების ბუდე. მოჭრილი, ავადმყოფი ხეების და ჯანმრთელი ხეების ერთად გადაზიდვაც კი არ შეიძლება. მაგრამ, ამასთანავე, არ შეიძლება მოჭრილი, გამხმარი, თუ დაზიანებული მორების ხანგრძლივად ტყეში გაჩერებაც. ეს ხანძრის საშიშროებას წარმოქმნის. როცა საქმე ეხება ძვირფას ჯიშებს, იშვიათ ეგზემპლიარებს, თუ უბრალოდ ხეებს, რომელთაც ისტორიული მნიშვნელობა გააჩნიათ, მეტყევე ცდილობს, მათ სიცოცხლე გაუხანგრძლივონ. იმისათის, რომ მუშაობა კარგად წარმართოს, მეტყევეს უნდა ჰქონდეს ღრმა ცოდნა, რომელსაც მხოლოდ უმაღლესი განათლება იძლევა. მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, მეტყევის შრომის უარყოფითი მხარე ის არის, რომ მხოლოდ შორეულ შედეგებს იძლევა. თუ აგრონომის შრომა რამოდენიმე თვეში იძლევა შედეგს, მეტყევის შრომა ოცი, ორმოცი, ორმოცდაათი და ოთხმოცი წლის მერე იძლევა შედეგს. მაგარამ, ეს პროფესია მაინც უყვართ ადამიანებს, რომელთაც აინტერესებთ მცენარეები, ცხოველები და შრომა ცოცხალ ბუნებაში ურჩევნიათ, ვიდრე ბიოლოგიურ ლაბორატორიებში.იმისათვის, რომ მეტყევე გახდე, უნდა დაამთავრო უმაღლესი სასწავლებელი სპეციალობით ,,სატყეო მეურნეობა“ ან ,,სატყეო საქმე. იყო კარგი მეტყევე ძალიან რთულია, ამიტომაც პირადად მე ვფიქრობ, რომ ეს სფერო ადამიანებში დაინტერესებას ნაკლებად იწვევს და ამიტომაც საჭიროა ამ პროფესიის წარმომადგენლებმა დაანახონ მომავალ თაობას ამ პროფესიის არსი და ღვაწლი. სწორედ ამ მიზნით ქალაქ ვალეში მცხოვრებ სტეფანე თელიაშვილსა და ნაირა თელიაშვილს უნდა ვეწვიოთ ,,ეკო-vision" -ის წევრები, მათთან ინტერვიუს ჩაწერის ან უბრალოდ მათი საქმიანობის შესახებ საუბრით პროფესია მეტყევე-ს პოპულარიზაცია უნდა გავუწიოთ და ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას ჩვენი ძალისხმევა და მონდომება დავუპირისპიროთ.
Комментариев нет:
Отправить комментарий