ეგვიპტის საიდუმლოებები

ეგვიპტის საიდუმლოებები
      ეგვიპტე საოცრებათა ქვეყანა,იდუმალებით მოცული სამყარო.ყველას გვსმენია  ეგვიპტის შესახებ. ეს ხომ ულამაზესი ქვეყანაა ჩრდილო აფრიკასა და დასავლეთ  აზიას  შორის. დიახ, ის უმშვენიერესი ქვეყანაა და თავისი სილამაზის წყალობით მრავალი მნახველიც ჰყავს,მაგრამ ამასთანავე იგი  საიდუმლოებებით სავსე სკივრია, რომლის გახსნა და ამოცნობა ყველას უნდა. ეგვიპტე მსოფლიო ცივილიზაციის აკვანია, რომელმაც შთამომავლებს დაუტოვა  ისეთი ზღაპრული განძი და დიდებული ძეგლები, როგორებიც არიან პირამიდები. პირამიდა ეგვიპტის სიმბოლო და ეგვიპტის ძირითადი საიდუმლოა.
ეგვიპტეს უძველესი დროიდან იკვლევენ და მათი გამოკვლევის ძირითად ობიექტად პირამიდები ითვლება, რომელთანაც უამრავი მითი თუ ლეგენდაა დაკავშირებული. ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი  ეგვიპტური პირამიდა  - ხეოფსის პირამიდაა, რომელიც მსოფლიოს შვიდ  საოცრებაში შედის. მრავალი არქეოლოგიური აღმოჩენა გაკეთდა  ამ მიწებზე. პირამიდებს  წლების განმავლობაში აშენებდნენ ძველი ეგვიპტელები. ისინი, როგორც ჩანს კარგად იცნობდნენ ვარსკვლავურ ცას, სირიუსს, პოლარულ ვარსკვლავს, დიდი დათვის თანავარსკვლავს სავარაუდოდ ეს ცოდნა ეგვიპტელებმა პირამიდების მშენებლობისთვის გამოიყენეს. ისინი ფარაონებს  პირამიდაში მარხავდნენ, რადგან სჯეროდათ,  რომ მათი სულები ცაში ვარსკვლავებთან მიდიოდნენ.
მრავალი სწავლულის და სპეციალისტის აზრით ეგვიპტის დიდ პირამიდაში არსებობდა უზარმაზარი ბროლის  მაგიური კრისტალი,რომელიც კოსმოსურ ენერგიას აგროვებდა. არსებობს სხვა თქმულებებიც მაგალითად ის , რომ პირამიდებში  დაშიფრულია მნიშვნელოვანი ინფორმაცია , რომლის წყალობით ეგვიპტის ფარაონები სხვა ცივილიზის წარმომადგენლებს ეკონტაქტებოდნენ. ეგვიპტესთანვე არის დაკავშირებული ერთი ფართოდ გავრცელებული ამბავი, რომელიც არცთუ შორეულ წარსულში მოხდა და რომელიც „ფარაონის წყევლის“ სახელითაა ცნობილი. ერთი ადგილი ეგვიპტეში, რომელიც ისტორიაში შევიდა სახელწოდებით - „მეფეთა ხეობა“.  ეს ადგილი  ნილოსის დასავლეთით მდებარეობს,  რომელიც  ტაძრის ნანგრევებზე და ქვის სვეტებზეა გაშენებული. ეს რეალურად უსიცოცხლო ქალაქია, სადაც სიცოცხლე დიდი ხანია გამქრალია და დარჩენილია მხოლოდ მკვდარი ქალაქი, რომლის წიაღშიც დაკრძალულია ფარაონთა მუმიები. 1922 წელს ბრიტანელმა არქეოლოგებმა კარტერმა და კოლექციონერმა ლორდ კარნარვონიმ  ექვსწლიანი ექსპედიციის შემდეგ როგორც იქნა მიაკვლიეს ფარაონ ტუტანხამონის  სამარხს, რომელთა თვალწინ გადაიშალა ზღაპრული სანახაობა: აუარება განძი, ველური ცხოველების და სარიტუალო სტატუეტები, ოქროს ტახტი, ზარდახშები და თვით ფარაონ ტუტანხამონის სარკოფაგი. იქვე არსებულ ფირფიტაზე კი ეწერა:საზარელი სიკვდილი ელოდება მასვინც დაარღვევს ფარაონების სიმშვიდეს." აღფრთოვანებულმა კარტერმა თავდაპირველად ფირფიტა და ამ ფირფიტაზე ამოკვეთილი იეროგლიფები ვერც კი  შეამჩნია, მაგრამ მოგვიანებით , როდესაც ეს იეროგლიფები გაშიფრა რეალობად არ მიიღო და ეს წარწერა გადამალა, რათა მუშებს ეს  გაფრთხილება სერიოზულად  არ მიეღოთ. კარტერმა არც მეორე ფირფიტაზე  ამოკვეთილ  გაფრთხილებას  მიაქცია ყურადღება:“ მე ვარ ის, ვინც დარაჯობს წმინდა საუფლოსმე ვარ ის, ვინც დგას ტუტანხამონის საფლავის სადარაჯოზე". ამის შემდეგ კარტერი წავიდა ექსტრასენსთან, რომელმაც უწინასწარმეტყველა, რომ ხედავდა სიკვდილს , რომელიც ფარაონის წყევლასთან იყო დაკავშირებული. ცოტა ხნის შემდეგ კი კარტერი გარდაიცვალა ხოლო მის შემდეგ ნელ–ნელა იღუპებოდნენ ექსპედიციის მონაწილე  არქეოლოგები. სულ დაიღუპა 22 ადამიანი. მედიკოსებმა ვერ შეძლეს დაესვათ მათთვის ზუსტი დიაგნოზი და დაედგინათ სიკვდილის მიზეზი.
ეგვიპტე მართლაც ამოუცნობი ქვეყანაა, რომელიც თითოეული ადამიანის თვალში ძალიან დიდ აღფრთოვანებას იწვევს.ეგვიპტეს დღესაც იკვლევენ და ეძებენ უფრო ახალ და ახალ საიდუმლოებებს, რომელიც პირამიდებთან, ფარაონებთან და ზოგადად ძველ ეგვიპტესთან არის დაკავშირებული.
მიზანი 16: მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა მდგრადი განვითარებისათვის, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ყველასათვის, ეფექტური, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუციების მშენებლობა ყველა დონეზე.
  

Комментариев нет:

Отправить комментарий