თოვლი

თოვლი
    დღეს 22 ნოემბერს ჩემს მშობლიურ ქალაქში, პატარა და მყუდრო ვალეში პირველი თოვლი მოვიდა, ხოდა მეც ძალიან მომინდა რამე თოვლზე, ზამთრის მოლოდინზე და თოვლთან ასოცირებულ ემოციებსა თუ ფაქტებზე ერთდროულად დამეწერა.
 მაინც,  რა  არის თოვლი?
      ერთი  შეხედვით  ადამიანებისთვის  ეს  იმ თეთრ  და ნაზ ფანტელებთან ასოცირდება, რომელიც მხოლოდ ერთი  სეზონისთვის -   ცივი და  სუსხიანი ზამთრისთვის არის დამახასიათებელი. დიახ, ეს ასეც არის, მაგარამ კონკრეტული განმარტება იმის შესახებ, თუ რა არის თოვლი? - შემდეგში მდგომარეობს. თოვლი  ატმოსფერული ნალექის  სახეა, რომელიც შედგება მრავალი ფიფქისგან. მას აქვს მყარი კრისტალური წყლის ნალექის   ფორმა   და ღრუბლებიდან ცვივა.  თოვლს  არის   რბილი სტრუქტურა. ეს  იმ შემთხვევის გარდა, თუ იგი  გარე წნევითაა დაწნეხილი. ფიფქი იქმნება იმ დროს, როდესაც წყლის წვეთები  ღრუბლებში მტვრის ნაწილაკებს ეწებება და იყინება. ახლადწარმოქმნილი ყინულის მყარი კრისტალები თავიდან არ აჭარბებს 0,1მმ დიამეტრს, მაგრამ  როდესაც ქვემოთ ვარდება  მათი ზომა  თანდათან მატულობს ,,ატმოსფერული ტენის კონდენსაციის შედეგად“. იმისთვის, რომ  შეიქმნას ერთი ფიფქი, თურმე საჭიროა მილიონი  რაოდენობის წყლის მიკრო-წვეთი. ცნობილია, რომ თურმე  ,,დედამიწაზე ზამთარში ნალექის სახით მოდის დაახლოებით სეპტილიონი ( 24 ნული) ფიფქი“.
     სულ ცოტა  ხნის წინ, მეცნიერები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ბუნებაში  არ არსებობს ორი ერთნაირი  ფიფქი. ეს ფაქტი მეცხრამეტე საუკუნის ოთხმოციან  წლებში ამერიკელმა ფოტოგრაფმა უილსონ ბენტლიმ  დაადგინა.  პირველი ფოტო მან 1885 წლის 15 იანვარს გადაუღო ფიფქს. შემდგომში  მან გააგრძელა ფოტოების გადაღება და 5000 –ზე მეტ  ფიფქს გადაუღო სურათი. შემდეგ კი   დაიწყო ფიფქების  შესწავლა თავის ფიზიკოს მეგობარ- პერკინსთან ერთად. სწორედ  ბენტლი და პერკინსი იყვნენ ის ადამიანები, რომლებმაც პირველად განაცხადეს,  რომ  არ არსებობს ბუნებაში ორი ერთნაირი ფიფქი. დღეს კი მეცნიერებმა  შეძლეს და  დაამტკიცეს ასეთი მოსაზრება, რომ  ,,დედამიწაზე ფიფქების  ფორმების  რაოდენობა  აჭარბებს ატომების რაოდენობას“.
    უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ადამიანების უმეტესობას თოვლი საერთოდ არ უნახავს. მათ თოვლი ნანახი აქვთ სურათებსა და ფილმებში. ჩვენ კი ამ მხრივ ძალიან განებივრებულები ვართ და ძალიან შევეჩვიეთ თოვლს. მე პირადად ძალიან მიყვარს თოვლში სიარული. არაჩვეულებრივი სანახავია თოვის პროცესი. როცა, თოვლი მოდის ისმის  ჩუმი ხმა,  თითქოს თოვლი შრიალებს, ეს კი - ფიფქების მსხვრევის ხმაა. ფიფქები შესახედავად ძალიან ლამაზია, ზოგი–დიდია, ზოგი– პატარა, ზოგი- ვარსკვლავს გავს, ზოგი კი-ყვავილს.
   ვფიქრობ, თოვლი ყველა ადამიანს უყვარს, რადგან ის ყველას კარგ ხასიათზე აყენებს  და  მათში  ცივი ზამთრის კი არა უფრო საახალწლო სამზადისის სურვილს და სადღესასწაულო მოლოდინს აღძრავს.
       ბოლოს,  მინდა გესაუბროთ იმ სარგებლობაზე, რასაც თოვლში სიარულს მოჰყავს. თურმე თოვლში სეირნობა ფიზიკური აქტივობის ერთ-ერთი ფორმა ყოფილა.  გართობის მიზნით გუნდაობა, თოვლის ბაბუის გაკეთება, სრიალი თხილამურებით   და სხვა მოქმედებები გვანთავისუფლებს გარკვეული რაოდენობის კალორიებისაგან. ზოგიერთი ექსპერტი თვლის, რომ როცა გარეთ თოვლს ადამიანს სძინავს უფრო მშვიდად. ალბათ გსმენიათ, რომ ძილი  ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიზიოლოგიური პროცესია. ასევე ძალიან სასარგებლოა  თოვლში გართობა ფსიქიკური ჯანმრთელობისათვის. ამ გზით უმჯობედება მათი გუნება-განწყობა.  უნდა ავღნიშნო, რომ თოვის დროს იწმინდება და სუფთავდება  ჰაერი. სწორედ ამიტომ ვფიქრომ,   თავი კარგად  რომ  იგრძნოთ მნიშვნელოვანია  ხშირად ვისეირნოთ  თოვლით დაფარულ ქუჩებში.
 ხშირად ისეირნეთ თოვლში!
  

Комментариев нет:

Отправить комментарий